მაკა რაზმაძის ემოციური პოსტი: ვინ გეკითხებათ თქვენ, ვინ როგორ გამოხატავს შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს

„ვინ გეკითხებათ თქვენ, ვინ როგორ გამოხატავს საკუთარი შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს!! როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება….“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დოდო გუგეშაშვილის, როგორც შვილმკვდარი დედის, ქცევას აკრიტიკებს. მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„არც სურვილი და არც განწყობა მაქვს ეს დღეები აქ რაიმეს წერის, მაგრამ ალბათ საჭიროა ზოგიერთი განმარტებების გაკეთება, რაც არასდროს მეგონა თუ საჭირო გახდებოდა…. საავადმყოფოში საავადმყოფოს წესებია და ტანსაცმელი, რომელიც აცვიათ პაციენტებს, შავი არაა. თავდასხმამდე წასმული მანიკურის სხვების დასანახად სასწრაფოდ წაშლა უფრო მეტიჩრობა და ხელოვნური მგონია, ვიდრე თავდასხმამდე წასმული და რეანიმაციაში შემორჩენილი ზოგან აფხეკილი მანიკური. პირველი რაც შვილმკვდარმა დედამ თქვა, იყო სიტყვები: მე არ ვაპირებ ჩემი შვილის გარეშე ცხოვრებას. თუ მე ახლა დავეცემი, ნიშნავს, რომ მათ ჩვენ მართლა მოგვკლეს. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი შვილი აღარ იყოს… მოკიდა ხელი პომადას, წაისვა, თმა გადაივარცხნა და ეს რიტუალი იყო ბევრად უფრო ტრაგიკული, უფრო პროტესტი, ვიდრე ის ბღავილია, რაც შვილმკვდარ დედას შეიძლება აღმოხდეს… მის მტრებს არ უჭორავიათ მსგავს თემებზე, რასაც ვითომ ნაცნობები კადრულობენ. ვინ გეკითხებათ თქვენ, ვინ როგორ გამოხატავს საკუთარი შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს!! როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება… აი, ზუსტად ამიტომაც გამოხატა ასე საკუთარი პროტესტი. მეც ვერ მივხვდი თავიდან, ვუშლიდი და ახლა გავიგე რა სწორად განსაზღვრა და თურმე რა სწორად მოიქცა… წაშალეთ ეგ სამარცხვინო პოსტები. სხვა ვერაფერი მოუძებნეთ სათქმელად დედას, რომელსაც ერთადერთი შვილი ხელებში ჩააკლეს?“ – წერს მაკა რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ „მხედრიონის“ ერთ-ერთ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს გამოძიებისთვის უცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში ესროლა, რის შედეგადაც შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დედა საბედნიეროდ, გადარჩა.
რამდენიმე დღის წინ, დოდო გუგეშაშვილთან ინტერვიუ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა, სადაც იგი იმ პირის შესახებ საუბრობს, რომელმაც შვილი მოუკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები