ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

აავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შესაძლებელია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობაზე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები