ზაზა ხუციშვილი: ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ვფიქრობ, დეპუტატების განწყობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენით და მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული. მე ჯერ არაფერს არ ვაპირებ, კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვფიქრობ ბევრს. ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები