საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და  ყალბი ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და  ყალბი  სასაქონლო ზედნადებების დამზადების  ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით,  ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც  მნიშვნელოვან ზიანი გამოიწვია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე  და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები