ელმარ ბროკი : შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ვისურვებდი, თავიდან აგვეცილებინა

შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება უნდა მოხდეს.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, უდანაშაულო ხალხი დაისჯება.ვისურვებდი, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს, გერმანიისა და ევროპულმა მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება მოხდეს.ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესობა დაცულია“, – განაცხადა ელმარ ბროკმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები