საქართველო, MSC-ის თანაორგანიზებით, ღონისძიებებს უმასპინძლებს

საქართველო, მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა მიუნხენის კონფერენცია იყოს “საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისა” და “საქართველოს ევროპული გზის” თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი. ასევე დაიწყება მუშაობა, რათა საქართველომ 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს. საუბრისას, ხაზი გაესვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის, ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს და სფეროს ექსპერტებს. პრემიერ-მინისტრმა ვოლფგანგ იშინგერს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ასევე მადლობა გადაუხადა პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების თანაორგანიზებისთვის, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები