გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე.
ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები