ვახტანგ შაქარიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა საქმიანობის შესახებ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინეს

საბურთალოს რაიონის მე-6 ოლქის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ვახტანგ შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს და მათ რაიონში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა რაიონის მცხოვრებლებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ სამოქმედო გეგმა წარუდგინა და არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის მონაწილეობა საჭიროებების განსაზღვრისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„დღეს ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგინეთ საქმიანობის შესახებ ანგარიში და იმ პროექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და უბნის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის განხორციელდა და რომელთა განხორციელება მომავალშიც იგეგმება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, თუ კიდევ რისი გაკეთებაა აუცილებელი. ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე და აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მათთან“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა აღნიშნა, მაჟორიტარის საუბნო წარმომადგენლობა ოფიციალურად იწყებს მუშაობას და ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. მაჟორიტარის საუბნო წარმომადგენლობა მუშაობის კიდევ უფრო აქტიურ ფორმატზე გადადის და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.
დღესვე მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა წარუდგინა და მათ საბურთალოს მე-6 ოლქის ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები