საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

16 თებერვალს, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა გასული წლის მანძილზე შესრულებული რეცენზიების სტატისტიკა მოისმინეს და შეაჯამეს.
გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, სულ 407 რეცენზია შესრულდა 309 სამედიცინო ისტორიაზე. აქედან ყველაზე მეტი რეცენზია რეანიმაციასა და გადაუდებელ მედიცინაში (61 რეცენზია), ზოგად ქირურგიასა (46 რეცენზია) და მეან-გინეკოლოგიაში (43 რეცენზია) შესრულდა.
სხდომაზე, ასევე ისაუბრეს პროცესში არსებულ პრობლემებზე და იმსჯელეს თუ რა პირობებით შეიძლება მიიღოს  გაერთიანებამ 2018 წლის რეცენზირების პროცესში მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები