ნაძალადევში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
დაღუპულია 59 წლის მამაკაცი, რომელმაც ხანძრის დროს ბინიდან გამოღწევა ვერ მოახერხა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ათი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები