ოკუპირებულ აფხაზეთში დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის დელეგაცია ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოფიციალური ვიზიტით, დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა რომან შოუამ სამუშაო შეხვედრა დნესტრისპირეთის მთავრობის დელეგაციასთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. ამასთან, დნესტრისპირეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ალექსეი ცურკანმა განაცხადა, რომ მომავალშიც აპირებს ორმხრივი კონტაქტების გაძლიერებას.
„სოციალური სფერო ვითარდება, ეკონომიკურ-კომერციული ურთიერთობები უნდა ავამუშავოთ და გადაწყვეტილებები რეალობაში განვახორციელოთ,“ _ განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები