ირაკლი კობახიძე: ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე

ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრებაგანაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა.

ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცაეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები  ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირად კი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ  ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა  და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც.

 1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეში ხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის –  კათალიკოსპატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესიაკანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი  106 წლის შემდეგ გამოიღოქართულმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია კათალიკოსპატრიარქიწმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-, თუმცა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის  ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესიამონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა და ქართული სამღვდელოების მიმართ  რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი  ეკლესიის საჭეთმპყრობლებიამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II- და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე.   ეს ადამიანები არიან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უფლის ნება იყო, როდესაც ოთხი ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია II ჩაუდგა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა.

უფლის ნება იყო, რომ ოთხი ათწლეულის წინ  საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, ილია II- დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა.

უწმინდესისა და უნეტარესის  ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის    ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასისსარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა  დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდებამინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღეს სწორედ ჩვენი წინაპრებისმამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულის დავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩვენ ვერ შევქმნით.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი  ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და  სარწმუნოება. და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

არასოდეს უნდა  დაგვავიწყდესრომ  ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად.

კიდევ ერთხელ, მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული სასულიერო და საერო პირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, ერთერთ ყველაზე მძიმე  და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციარელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრებასაქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები