დამწვრობის ცენტრში 2 ბავშვი მკურნალობს – ძმებს ადუღებული წყალი გადაესხათ

დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის დამწვრობით, ერთი ოჯახიდან 2 ძმა მკურნალობს.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ძმებს ადუღებული წყალი გადაესხათ, რის შედეგადაც, გულ-მკერდისა და ზემო კიდურების დამწვრობა მიიღეს.
„ქირურგიის განყოფილებაში მოთავსებულია ორი ძმა, ერთ-ერთი 2 წლისაა, ხოლო მეორე 14 წლის. როგორც ოჯახის წევრები ამბობებ, ცხელი ჩაიდანი გაუვარდათ და ადუღებული წყალი სხეულზე გადაესხათ. რის შედეგადაც 2 წლის ბიჭმა სხეულის რვა პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, ხოლო უფროსმა ძმამ 14 პროცენტიანი. ამჟამად ორივე მათგანი კლინიკაში იმყოფება და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
შემთხვევა თბილისში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები