ქართველი სინოლოგებისთვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება გაიმართება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ქართველი სინოლოგებისთვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღებას გამართავს. ღონისძიება ხვალ, 19:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში შედგება.

მიღებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მიწვეული სტუმრები.

„გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანია, ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაზრდა და ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები