“დაგვიბრუნეთ ხატია, რომელიც მეხუთე თვეა კომაშია” – გოგონას მშობლები კლინიკაში შეიჭრნენ

ხმაური და დაპირისპირებაა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის მშობლები და ახლობლები კლინიკის შენობაში შეიჭრნენ და ექიმებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდნენ. ხატია თვაური უკვე 5 თვეა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
18 წლის ხატიას დედა კლინიკაში თავის დაწვით იმუქრება.
ხატია თვაური, რომელმაც 5 თვის წინ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, დღემდე კომაშია და ხელოვნურ მართვის სუნთქვაზე იმყოფება. 
პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას, გოგონას გამოჯანმრთელებას და უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვენ.
დღეს ხატია თვაურს 18 წელი შეუსრულდა და კლინიკაში მისი მეგობრებიც მივიდნენ. თუმცა, კლინიკის დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ვინც ჩემი შვილიშვილი ასეთ დღეში ჩააგდო. მოიწვიონ უცხოეთიდან სპეციალისტები და გადამირჩინონ შვილიშვილი. დამიბრუნეთ ჩემი ხატია, რომელიც აქამდე კომაშია, თორემ თუ ჩემი შვილი თავს დაიწვავს, მეც აქვე დავასრულებ სიცოცხლეს“, – ამბობს ხატია თვაურის ბებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები