პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, ხოლო 7-9 თებერვალს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომები გაიმართება. საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.
შეგახსენებთ, რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები