კახა კალაძე: გენერალურ გეგმაზე სადებატო არაფერია, ყველას შეუძლია ჩაერთოს დოკუმენტის შეფასებაში

თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი მერის საკრებულოში მისვლას გენერალური გეგმის საკითხზე ითხოვენ. როგორც კალაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში. მისივე თქმით, გენერალური გეგმა დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სახალხო დოკუმენტია.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, პირადად გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ – ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში. ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტები, დაგვეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და გამოგვიყვეს უცხოელი ექსპერტები. ჩართული არიან ასევე ქართველი ექსპერტებიც და ვისაც პოლიტიკური ოპონირების სურვილი აქვს, წარმოადგინოს ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს” აქვს მოწოდებული.

გენერალური გეგმა ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის სახალხო დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება, მათ მივეცი შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ დოკუმენტის შეფასებაში. აქ სადებატო არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები