პაპუნა უგრეხელიძე კორეული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  სამხრეთ კორეის გეოსივრცითი და სატელიტური ინფორმაციის კვლევითი ინსტიტუტების  წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა სატელიტური ინფორმაციის,  ცოდნისა და ექსპერტული გამოცდილების  გაზიარების,  სასწავლო კურსების შემუშავების,  გეოდეზია-კარტოგრაფია-კადასტრის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს, უწყებების  საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები