მეტროში მომხდარ შემთხვევას გიგი უგულავა ფეისბუქზე ეხმაურება

„ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს, ამაზე პოლიტიკური კივილი, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს“, _ ამ სიტყვებით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„მე მგონი, მთელი ეს დისკუსიაა პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, “ასოების დატოლება” – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და „ქოცებს“ ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყამთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ), ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ არაპარტიული, არამედ უფრო ფართო გაგებით, „ნაც-ქოცური“ დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე.
დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიგი უგულავა.
მეტროსადგურ ”ვარკეთილში” ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. დაშავებულები 4 კლინიკაში არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები