პრეზიდენტი ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილეს ულოცავს.
“გულითადად ვულოცავ ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილეს!
ელდარ შენგელაია ქართული კინემატოგრაფიის ერთერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებული წარმომადგენელია.
ყველა ხელოვანი ეძებს თავის ხელწერას და სწორედ განუმეორებელი ხელწერით – სევდიანი იუმორით, თავისუფლების ძიებითა და თავისუფლებისაკენ სწრაფვით გამოირჩევა მისი შემოქმედება, რომელიც ძალიან შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა.
ასევე აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები