არჩილ თალაკვაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, შვილის სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, შვილის სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა.

„უსაფრთხო მოძრაობა სკოლის ასაკიდან იწყება. საჭიროა ბავშვებთან საუბარი ისე, როგორც დიდებთან. ამიტომ მოვედი ჩემი შვილის კლასელებთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქუჩის მსგავსად მოწყობილ დარბაზში, ინტერაქტიულ შეხვედრაზე ქვეითის მოვალეობებთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სავარძლის დემონსტრირება მოხდა და მოზარდებს ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობის წესებსა და მგზავრობის დროს სავარძლების გამოყენების საჭიროებაზე. საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან.

შეხვედრის ბოლოს კი ბავშვებთან ერთად საგზაო ნიშნებით გაფორმებული ტორტი გაიჭრა.

კამპანიას აშშ საელჩოს მხარდაჭერით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები