მერის მოადგილე: ტაქსის მძღოლებს საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ

ნებართვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გადასახადი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ტაქსის მძღოლებს, საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვის თაობაზე, „რადიო პალიტრას“ ეთერში გადაცემა „შუადღის სტუდიიდან” განუცხადა.
მისი თქმით, გადასახადის ოდენობა კონკრეტული მსჯელობის შედეგად განისაზღვრება.
„ჩვენ, შსს-სთან ერთად, ამ ცვლილებების ავტორები ვართ. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილში პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ამოქმედდება ახალი ნორმები და რეგულაციები. ეს პირველ ეტაპზე ნიშნავს, რომ მოხდეს არსებული ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, რათა ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსია და რა რაოდენობის ტაქსებით სარგებლობს მოსახლეობა. ყოველი შემდგომი ეტაპი და ცვლილება, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაკვეთა წამოვა მოსახლეობისგან. მთავარია, პირველ ეტაპზე, რეალურად აღირიცხოს და შემდგომ ეტაპობრივად ეს საქმიანობა სანებართვო გახდეს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
როგორც ცნობილია, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, რასაც შემდეგ გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება უნდა მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები