მიხეილ სააკაშვილმა ის პირი დაასახელა, ვინც დაკავებისას მანქანაში მას ხელბორკილები მოხსნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების წინ სიტყვით გამოდიოდა და ინტერვიუებს წერდა, პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა და მხოლოდ პროკურატურის გამო იყო დამალული.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას დაკავებული სევერიან დონღაძის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის გადაცემა სურს, თვითონ კი რეადმისიის შესაბამისად, პოლონეთში უპირებენ გაგზავნას.
„მათ თავიდან განაცხადეს, რომ თუ არ დამაკავებენ, რუსეთის ფსბ მომკლავდა, თუმცა ბოლო დღეები დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს ეუბნებიან, რომ ჩემი მოკვლა არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ნაციონალისტებს სურთ. მათ ეშინიათ ჩემი უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის, იმპიჩმენტის ახალი მარშების და შესაძლოა სურთ, რომ ქვეყნიდან წავიდე. ბრალდების მხარეს რეალურად არაფერი აქვს, მათ უნდათ, რომ დავიმალო, მაგრამ ეს არასდროს მოხდება და ბოლომდე დავიცავ ჩემს და ჩემი თანამებრძოლების უფლებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება პირადი მცველებისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლის გატაცებაში დაადანაშაულა და ქმედებას ბანდიტური უწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია და აუცილებელია, რომ მასზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები