დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 26 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქვესადგურში „დიღომი-35“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები