გვატემალაში მომხდარ ავტოავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გვატემალაში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა. შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია „Noti 7“ ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსრიალდა, შემდეგ კი ხრამში გადაიჩეხა.
უცხოური მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი 800 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ინციდენტის დროს 15 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ Life.ru” ავრცელებს.