მაია გოიკოვიჩი: სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

“სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთგულია საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპის, რომელსაც ჰქვია საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, მაია გოიკოვიჩმა განაცხადა.

მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და საქართველოს სერბეთის მხარდაჭერის და კოსოვოსთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა.

“სერბეთის რესპუბლიკის ინტერესებშია და ამისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ მას არ უღიარებია კოსოვო და არ უჭერს ასევე მხარს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც არის მაგალითად იუნესკო”, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ სერბეთისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადებების დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები