აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩაფრინდა

აშშ -ის პრეზიდენტი „მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილოების მისაღებად ციურიხში ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ჯერ ინგლისის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდება, შემდეგ კი ისრაელის პრემიერთან გამართავს შეხვედრას. ინფორმაციას „newyorker.com“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპი შვეიცარიის სათხილამური კურორტ დავოსში, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებს 2 დღის განმავლობაში შეხვდება.
სანამ აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში ჩავიდოდა, საკუთარ „Twitter“ ექაუნთზე პოსტი დაწერა და განაცხადა, რომ „ მალე გადავინაცვლებთ დავოსში, შვეიცარიაში, სადაც მსოფლიოს ვეტყვით, თუ რამდენად დიდია ამერიკა და რას აკეთებს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ამერიკა საბოლოოდ გაიმარჯვებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები