„საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ადგილობრივ მედიასთან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მათი გადაწყვეტილება აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის აღიარების მხრივ საბოლოოა.
მისივე თქმით, როდესაც საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად იქნება, ახალი რეალობის გათვალისწინებით ისინი დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას.
„საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად თბილისი ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას ასახელებს. ჩვენ ამაზე არ წავალთ, გადაწყვეტილება საბოლოოდაა მიღებული. ჩვენ ვანვითარებთ სამოკავშირეო ურთიერთობებს კავკასიის ამ ახალგაზრდა რესპუბლიკებთან. როდესაც საქართველო მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ რეაგირებას დაუყოვნებლივ მოვახდენთ“, – ამბობს კარასინი ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები