თამარ ხულორდავას თქმით, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებთ.
მისი თქმით, “აუცილებელია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა”.
“ბიბილოვს არ შეხვედრია სერბეთის ხელისუფლების არცერთი ოფიციალური პირი, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ბუნებრივია, მას არ შეხვედრია არც სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი, ვისაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პარტრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება. მან თქვა, რომ ეს იყო პირადი ხასიათის, არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პირადი კონტაქტების გამოყენებით შეთანხმდა”,-განაცხადა ხულორდავამ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, არასწორი ინფრმაციის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა სერბსკას, რომელიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეული.
“ამ ვიზიტსაც ოფიციალურ ვიზიტად არ აღიარებს ბოსნიის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერტორიულ მთლიანობას. სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი გვაქვს. ამასთან სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ურთიერთბის გაღრმავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების ურთერთგაზიარება”,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები