სოფო კილაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
„ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რა თქმა უნდა, საინტერესოა ნატოს წარმომადგენლობისთვის საქართველოში. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა. მიმდინარე რეფორმებს შორის ერთ-ერთი მიმართულება არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ადამიანის უფლებების ჭრილში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და, ბუნებრივია, ამ მუშაობის პროცესში შესაბამის შედეგებსაც დავდებთ, რასაც მიესალმებიან ჩვენი პარტნიორები ნატოდან. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები