კონსერვატორიის სტუდენტები კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის ინიციატივით, იმართება კონცერტების სერია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. კონცერტების სერია 20 მარტს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში კონცერტით გაიხსნა და უმაღლეს სასწავლებლებში, მუსიკალურ და საშუალო სკოლებში 15-მდე კონცერტს მოიცავს. მასში მონაწილეობენ კონსერვატორიის სტუდენტები. წარმოდგენილია საფორტეპიანო, ინსტრუმენტული და ვოკალური ჟანრის მუსიკა.
2014 წლის 5 მაისს, ორშაბათს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ (თეატრის ეზოში) დაგეგმილია კონცერტი. კონცერტს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან. კონცერტის ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანია Yamaha-ს საქართველოს წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.