ინდოეთში, ხანძრის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მდებარე პლასტმასის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, შედეგად ქარხნის 17 თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ნიუ დელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სარდაფში გაჩნდა, შედეგ კი ზედა სართულებზეც გავრცელდა.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ხანძრის დროს 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ინდოეთში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება, რადგან უსაფრთხოების ნორმები საკმარისად დაცული არაა, 2017 წლის ნოემბერში, პლასტმასის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, 13 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „Abcnews” ავრცელებს.