ილია მეორე: ვლოცავ სულიერ შვილებს, რომლებიც დღეიდან პატრიარქის ნათლულები არიან

ქრისტიანობა ეს არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში  – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა. პატრიარქმა საკუთარი ნათლულები დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დიდება და მადლობა უფალს. ქრისტიანობა ეს არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში. ვლოცავ მშობლებს, ოჯახის წევრებს და უპირველეს ყოვლისა, ვლოცავ სულიერ შვილებს, რომლებიც დღეიდან პატრიარქის ნათლულები არიან. ძალა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდა. მათ საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცათ.პირველად პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები