„ერთ თვეში ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება „

აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება – შესაბამისი განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა.
მისი თქმით, ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა
„სტადიონის პარალელურად, აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით” -განაცხადა ზურაბ ალავიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები