ლევან კობიაშვილი: ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა

ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.სტადიონის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები.
” ნამდვილად მეამაყებოდა და დღემდე მახსოვს ის ბოლო თამაში, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ითამაშა. მე მოედანზე ვიყავი და ის ემოცია ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ამ სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბათუმის დინამო ითამაშებს, რა საკვირველია, ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. ბათუმისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ასეთი მასშტაბური ობიექტი და სტადიონი ვერ გავიხსენებ როდის აშენდა. ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა”,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები