რუსთავში ბუნებრივი აირით ერთი ადამიანი მოიწამლა

0

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 42 წლის ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამათბობლიდან მოხდა. პაციენტი კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის დანადგარზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი