ანა დოლიძე: ბევრ ადამიანს ადარდებს, რომ მისი საქმეები სასამართლოში დროულად არ იხილება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად რამდენიმე რეფორმის გატარებისა, სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა რჩება.
მისივე თქმით, მართლმსაჯულება უნდა გახდეს საჯარო, გამჭვირვალე და ღია.
“გაკეთდა რამდენიმე რეფორმა, გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგალითად, დაიხვეწა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, თუმცა სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა რჩება. მე ვიტყოდი, რომ ორი ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში არის სანდოობა და საქმეების გაჭიანურება. ძალიან ბევრ ადამიანს ადარდებს, რომ მისი საქმეები სასამართლოში დროულად არ იხილება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები