თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა

თურქეთში განვითარებული უამინდობისა და თოვლის გამო, საგზაო მაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 6 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თნამშრომლები არიან მობილიზებულნი, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. ინფორმაციას სააგენტო „thenews.com.pk“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები