მექსიკაში სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა
მექსიკაში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შედეგად, 5ადამიანი დაიღუპა,_ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ.
მატარებელი ტვირთით იყო სავსე, როდესაც მექსიკაში პოპულაციით ყველაზე დიდ გარეუბანში შეჯახება განიცადა.
სატვირთო მატარებელს ერთი ვაგონი მოწყდა, რომელიც საცხოვრებელ სახლს შეეჯახა და ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.
ინციდენტის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები, სასწრაფო დახმარების თანამშრომელები და მაშველები.
ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი, პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.