სირიაში გერმანელი ყოფილი რეპერი მოკლეს

სირიაში გერმანელი ყოფილი რეპერი დენის კუსპერტი მოკლეს, რომელიც რუსული ტერორისტული დაჯგუფების “ISIS”-ის წევრი იყო. ინფორმაციას სააგენტო „vesti.ru“ ავრცელებს.
ყოფილი რეპერი, მსოფლიოში „Deso Dogg“-ის მეტსახელით იყო ცნობილი.
გამოცემა „Bild”- მა საკუთარ საიტზე ტერორისტების საქმიანობის მონიტორინგი აღწერა, ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც გარდაცვლილი რეპერია ასახული.
2015 წელს „CNN”-მა ცრუ ინფორმაცია გადმოსცა კუსპერტის გარდაცვალების შესახებ და აღნიშნა, რომ კუსპერტი სირიაში, აშშ-ის საავიაციო თავდასხმას შეეწირა, მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყოფილი რეპერი განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
ყოფილი რეპერი ბერლინიდან, ტერორისტულ დაჯგუფებას 2012 წელს შეუერთდა და მის მერე ტერორისტების პროპაგანდას ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები