ქუვეითში საავიაციო შოუ პირველად ჩატარდა

0

ქუვეითში საავიაციო შოუ გაიმართა, სადაც მონაწილეობა 150-მდე საერთაშორისო ავიაკომპანიამ მიიღო.
საავიაციო შოუ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა, რომელიც 17 იანვარს დაიწყო და 20 რიცხვამდე გასტანს.
შოუში თავდაპირველად „VIP” კლიენტები იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ კი, მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდა, დაეთვალიერებინათ ახალი ტიპის თვითმფრინავები და მოესმინათ სხვადასხვა კომპანიის სამომავლო გეგმები.
საავიაციო შოუს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, ბრიტანეთის ელჩმა ქუვეითში აღნიშნა, რომ „ბრიტანეთის ინტერესი ღონისძიების მიმართ, ძალიან დიდია, ასევე ბრიტანული საავიაციო კომპანიები მზად არიან ითანამშრომლონ ქუვეითის კომპანიებთან“.

კომენტარები

კომენტარი