სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტის თანამდებობაზე მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ელჩი არმენ სარგსიანი წარადგინა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩია.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სერჟ სარგსიანი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ეწურება, არმენ სარგსიანს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა.
სერჟ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტს პარლამენტი პირველივე ტურში აირჩევს.
სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს.
აღსანიშნავია, რომ არმენ სარგსიანი 1996-1997 წლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო.