ტეხასში ძვირფასეულობის მაღაზია ჩაქუჩით გაძარცვეს
ტეხასში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიაში მძარცველები ჩაქუჩით შეიჭრნენ და მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს, ინფორმაციას “abc13.com” ავრცელებს.
სამართალდამცველები 2 დამნაშავეს ეძებენ, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანან.
ერთი დამნაშავე მაღაზიის გამყიდველს საქორწინო ბეჭდის ნახვას სთხოვს, მეორე კი მოულოდნელად ჩაქუჩს იღებს და იმ შუშებს ამტვრევს, რომლის ქვეშაც ძვირფასეულობაა წარმოდგენილი.
ინციდენტის ადგილიდან ორივე დამნაშავე მიიმალა, პოლიციამ ამ დრომდე მათი დაკავება ვერ მოახერხა.