„ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტრადიციული კულტურა“ – როზეტა გუჯეჯიანმა პარიზში საჯარო ლექცია წაიკითხა

ეთნოლოგმა და ისტორიკოსმა, პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა  პარიზელ ქართველთათვის საჯარო ლექცია – „ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტრადიციული კულტურა“ წაიკითხა.  ამის შესახებ თავად როზეტა გუჯეჯიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„მეტად სასიამოვნო საღამო მქონდა: 20:00-დან 23:00 საათამდე. პარიზში, Maison des Association-ში, “ქართველთა კულტურის კერა – ლაზისა” და ქალბატონ ანა ჭეიშვილის ორგანიზებით. პარიზელ ქართველთათვის ჩემი საჯარო ლექცია – „ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტრადიციული კულტურა“ – გაიმართა.
ლექციის შემდეგ შედგა საინტერესო დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ შესანიშნავი ადამიანები: ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, ემიგრანტი ქართველები, რამდენიმე ფრანგიც. გავიცანი უაღრესად კეთილშობილი, მშრომელი, სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანები, რომლებმაც დატვირთული სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ლექციის მოსმენა არჩიეს დასვენებას. სასიხარულო აღმოჩნდა ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის „ქართველთა კულტურის კერა – ლაზის“ საქმიანობის გაცნობა. გამიხარდა ჩემს ყოფილ სტუდენტთან შეხვედრაც. ლექციისა და საუბრის შემდეგ ქალბატონმა ეკა ბოდოკიამ და ბატონმა დაჩი ჩაგანავამ მიგვიწვიეს რესტორანში, რომელსაც ჰქვია „კოლხეთი“ – ქართველთა უძველესი სახელმწიფოს სახელი.
გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო, შეხვედრისათვის, მასპინძლობისათვის. წარმატებას გისურვებთ ეროვნულ-კულტურულ საქმიანობასა და ბიზნესში. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ყველანი დაბრუნდებით სამშობლოში და იქ ბედნიერად იცხოვრებთ. გმადლობთ!“ – წერს როზეტა გუჯეჯიანი. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები