საფრანგეთის ციხეში 120-მდე პატიმარმა ბუნტი მოაწყო

საფრანგეთის ციხეში 120-მდე პატიმარმა ბუნტი მოაწყო, რომლის მთავარი მიზეზი მათთვის თავისუფალი დროის შემცირება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 123 პატიმარი კამერაში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა, რასაც დამატებით პოლიციელების გამოძახება და ბუნტი მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბუნტი მაშინ დაიწყო, როდესაც ციხის ადმინისტრაციამ, პატიმრებს ფეხით სიარულის დრო შეუმცირა.
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში ყველაზე დიდ საპატიმროში არსებული ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია და უსაფრთხოების ზომები უკვე დაცულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები