სერგეი ლავროვი – შეშფოთებას იწვევს ტერორისტების მიერ ქიმიური იარაღის ტექნოლოგიების ფლობა

0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიასა და ერაყში, ქიმიური ტერორიზმის მომატებული საფრთხე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, ტერორისტებმა სრულყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების სინთეზისთვის აუცილებელი ტექნოლოგიები მიიღეს.
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, სირიასა და ერაყში „ქიმიური“ ტერორიზმის მომეტებული საფრთხე. ბოევიკები არა მარტო იყენებენ ტოქსიკურ ქიმიკატებს, არამედ მათ გააჩნიათ საკუთარი ტექნოლოგიები და წარმოების შესაძლებლობები სრულყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების სინთეზისთვის. მათ პრეკურსორებთან წვდომის მრავალფეროვანი არხები შექმნეს“–განაცხადა ლავროვმა გაეროს სხდომაზე, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის არგავრცელების საკითხებს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი