ნარკომოვაჭრეებმა 745 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება ანანასში დამალეს (ვიდეო)

ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართალდამცველება, ნარკოტიკული საშუალება ანანასში აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია 745 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლებსაც ნარკომოვაჭრეები ანანასში მალავდნენ.
წინასწარი ვერსიით, ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირება ევროპაში, „პანამის ხილის მოპოვების“ ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ განახორციელა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფის 2 კოლუმბიელი წევრი დაკავებულია, რომლებსაც ჩხრეკისას 400 000 ევრო ამოუღეს.
პოლიციის განცხადებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ევროპა კოკაინით რამდენჯერმე მოამარაგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები