პაკისტანში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს

პაკისტანში, კარაჩის რეგიონში მდებარე მაღაზიაში, ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი, მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კარაჩის რეგიონში მდებარე მაღაზიაში, უცნობმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა დააგდეს და ადგილიდან მიიმალნენ, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, სამართალდამცველების ინფორმაციით, პაკისტანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
თავდასხმის ადგილზე, პოლიცია და რეინჯერთა ჯგუფია მობილიზებული, დაღუპულისა და დაშავებული ადამიანების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები