„თალიბანის“ წევრებმა რვა ავღანელი პოლიციელი მოკლეს

რვა პოლიციელი დაიღუპა და ორი _ დაიჭრა, რადიკალური ორგანიზაცია „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, ავღანეთის სამხრეთში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პაჟვაკი“ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი გვიან ღამით, პროვინცია გილმენდში მოხდა. ირკვევა, რომ „თალიბანის“ წევრებმაც განიცადეს დანაკარგი სამართალდამცველებთან შეტაკებისას, თუმცა ლიკვიდირებული ბოევიკების რაოდენობა მედიისთვის უცნობია. პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ შეტევაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ უკვე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები