გიორგი ტყემალაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

0

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.  დედაქალაქის საკრებულოში გამართულ გაცნობითი ხასიათის  შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი ტყემალაძემ და რუბენ სადოიანმა  თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და  სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სომხეთის ელჩს  თბილისში მიმდინარე  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო შეხვედრებზე უკვე კონკრეტული, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელებენ.

თავის მხრივ, რუბენ სადოიანმა მზაობა გამოთქვა, რომ თბილისსა და ერევანს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას  და ორ ქალაქს შორის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას მაქსიმალურად  შეუწყობს ხელს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრას საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი